მოგესალმები, სტუმარი | RSS
პარასკევი, 2024-03-29, 8:24 AM
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » TBILISS SANTA KLAUSI EWVIA
10:23 AM
TBILISS SANTA KLAUSI EWVIA

საქართველოს დედაქალაქს სანტა კლაუსი ეწვია. "ვარდების რევოლუციის" მოედანზე სანტა კლაუსი მარხილით მივიდა, სადაც ბავშვები და ქართული ზღაპრის გიმირი ბომბორა დახვდნენ.

სანტამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა და მთაწმინდის პარკისკენ გაემართა, სადაც ბომბორასთან ერთად 31 დეკემბრის ჩათვლით დარჩება, ხოლო პირველიდან 15 იანვრამდე ბავშვების პარკში უკვე ქართველი თოვლის ბაბუა უმასპინძლებს.

"ვარდების რევოლუციის" მოედანზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების სამსახურის წარმომადგენელი ნეკა სებისკვერაძე შვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნეკა სებისკვერაძემ განაცხადა, დღეს, 16:00 საათზე ბომბორას პარკში ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, გრანდიოზული შოუ და 3D ფორმატის შოუ შედგება. ასევე, 20.00 საათზე აინთება მთავარი ნაძვის ხე.




კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 950 | დაამატა: sandrikaka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: